კედელი, ბიაზი, პარკეტი

‘კედელი, ბიაზი, პარკეტი’ ასე იკითხება ნიკა ქუთათელაძის ინსტალაციის სახელწოდება,რომელიც 14 ივლისის ჩათვლით სანაპიროს ქ. N8 -ში მდებარე ყოფილი ავტობუსების სადგურზე იქნება წარმოდგენილი.

არტისტი ძირითადად ქანდაკების ინსტალაციის მიმართულებით მუშაობს. მისი ბოლო ნამუშევრები არქიტექტურული სივრცის, კონსტრუქციების და  ურბანული გარემოს ტრანსფორმაციას გულისხმობს. სწორედ ამ თემას უკავშირდება პროექტის ‘უარე ქალაქს 2016’ ფარგლებში წარმოდგენილი ინსტალაციაც და ნგრევის პროცესში მყოფი საბჭოთა პერიოდის შენობა დროებით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად გარდაიქმნება.

ყველა  დასრულებულ ოთახს საბოლოოდ სწორედ ის სამი მნიშვნელოვანი დეტალი აერთიანებს რომელიც   გამოფენას სახელწოდების ირგვლივ ერთ მთლიან ამბად აქცევდა...

კედელი, ბიაზი, პარკეტი...

ადამიანი და გარემო, შენობა წარსულიდან, რომელიც ბუნებრივად ერგება აწმყოს. ყოფითი საგნების ტრანსფორმაცია და ნივთების განსხვავებულად დანახვის შესაძლებლობა. სივრცე და არქიტექტურა მეოცე საუკუნიდან, რომელიც საბოლოო განადგუებამდე საგამოფენო ობიექტად გადაიქცა. 

წარსული და მასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანების ცნობიერებაზე დიდ გავლენას ახდენდა არის ისტორია. არსებობს შენობები, რომლებიც მსგავს ისტორიებს ქმნიან და ატარებენ. ამ ისტორიების შენობების სახით შენარჩუნება და თანამედროვე რეალობასთან მორგება კი უკვე პრობლემაა, რომელიც მრავალსართულიანი ნაგებობების ჩანაცველბით ვერ მოგვარდება... უფრო მეტიც, მსგავსი ურბანული სივრცის ცვლილებისას ქრებიან შენობები საკუთარი საინტერესო ისტორიებით.

‘კედელი, ბიაზი, პარკეტი’ ყაზბეგის გამზირის N22-ში მდებარე ‘ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის’ შენობის ნაწილებისგან შედგება, რომელიც აგვისტოს ბოლოს აღარ იარსებებს. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ‘იარე ფეხით’ .

ავტორი: ირინა რურუა