• 20 Jan 19
  • Posted by admin
  • 0 Comments

ადამიანური მასშტაბი კინოჩვენება და დისკუსია

Friday, December 21, 2018

გიწვევთ დოკუმენტური ფილმის “ადამიანური მასშტაბი” (The Human Scale) ჩვენებაზე და საჯარო ლექციაზე, რომელსაც წარუძღვება ჩვენი საბჭოს წევრი, არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი Irakli Zhvania. ● ვისაუბრებთ ადამიანზე ორიენტირებული ქალაქგანვითარების მიდგომებზე - გაგიზირებთ თანამედროვე ქალაქების გამოცდილებას, თუ როგორ პასუხობენ ისინი გამოწვევებს, საქალაქო სივრცის ადამიანის მასშტაბებზე მორგებით. ● “ადამიანური მასშტაბი” არის დანიელი რეჟისორის, ანდრეას დალსგაარდის ნამუშევარი. იგი წარმოგვიდგენს ფილოსოფოსების, არქიტექტორებისა თუ ქალაქმგეგმარებლების მოსაზრებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ არქიტექტორი, იან გელი, რომელიც მრავალი ათეული წელია სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს საქალაქო სივრცეში და ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალაქები თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა შესაძლებლობას უტოვებს ადამიანს სოციალური ურთიერთობებისთვის. თუმცა ის მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია ისეთი ქალაქების შექმნა, რომელიც პატივს სცემს ინდივიდის მისწრაფებებსა და მის სოციალურ მოთხოვნილებებს.
მისამართი: 
კლუბი ფრონტლაინი