ერთად შეგვიძლია

ჩემი იდეით გადაიჭრება რამოდენიმე პრობლემა. ყველაზე მთავარი რაც ადგილობრივებს აწუხებთ ეტლით მოსარგებლეების, ბავშვებისთვისდა ახალგაზრდებისთვის გაკეთდება პანდუსი, ისინიც მარტივად შეძლებენ დაისვენონ აღნიშნულ სკვერში. ხელს შევუწყობთ გამწვანებას და ჩვენი უბნიდან დავიწყებთ ზოგადად ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობაზეზრუნვას. შეძლებისდაგვარად შევაკეთებთ სკვერში უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას, რათა ადგილობრივებისთვის უფრო კომფორტული იყოს იქ დასვენება. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მოწყობილი "ქვიშის აუზი" მისცემს მათ საშუალებას დამოუკიდებლად ითამაშონ, რაც მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც მეტ კომფორტს შექმნის. მაგალითს მივცემთ სხვა ახალგაზრდებს, რომ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ლოკალურად ჩვენ უბანზე, რაც საერთოჯამში უკეთესს გახდის ქალაქს. რაც შეეხება სპორტული მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ხელს შეუწყობს პირველ რიგში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. აღნიშნულ მოედანზე ჩატარდება, მიმდებარე კორპუსში მაცხოვრებლებს შორის სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრებები, რაც გამოიწვევს მომავალი თაობის სპორტით დაინტერესებას. დეკორატიული ვავილები გააფერადებს ნაცრისფერ კორპუსებს შორის არსებულ სივრცეს, რაც ასე აკლია ჩვენს უბანს. მაგიდა და სკამები ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობას, რაც „ტექნოლოგიების საუკუნის“ დიდი გამოწვევაა.