ვხატოთ ერთად საჯარო ...

ვხატოთ ერთად
საჯარო სათამაშო სივრცეების როლი ბავშვების ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ თბილისში არსებული სათამაშო სივრცეების სტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დისკრიმინაციულია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები განიცდიან ფიზიკური აქტივობებისა და სოციალური ურთიერთობების ნაკლებობას, რის გამოც ვერ ხდება მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია ტიპიური განვითარების მქონე თანატოლებთან. ქალაქ თბილისში პირველი ადაპტირებული გასართობი მოედანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის სკვერი) მოეწყო, რომელიც სამწუხაროდ უკვე ამორტიზებულია. მსგავსი პრეცედენტები სამწუხაროდ დღემდე აქტუალური არ არის.