სტელას ბაღის გამწვანება

თბილისში ბოლო ათწლეულების ქაოტურმა განაშენიანებამ პრაქტიკულად მოსპო უბნის სკვერები, რომელთა არსებობაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლოკალური უბნისთვის, არამედ მათი არ არსებობა მძიმე ეკოლოგიურ დარტყმას აყენებს ქალაქს (ვინაიდან მშობელს უწევს ტრანსპორტის გამოყენება, რათა ბავშვი მიიყვანოს უახლოვეს პარკამდე; მოხუცები ხშირად ვერ ახერხებენ შორ მანძილზე გადაადგილებას, რის გამოც იზოლირებულნი არიან აუცილებელი სუფთა ჰაერისგან და ა.შ). სტელას ბაღის დიდი ნაწილი XX საუკუნის განაშენიანებას შეეწირა, თუმცა მისი მცირე ნაწილი ჯერ კიდევ გამოცოცხლებას ექვემდებარება. თქვენს მიერ შეთავაზებული გრანტით ვაპირებთ სკვერის დარჩენილი ნაწილის კეთილმოწყობის დაწყებას. ჩვენ მიერ შემუშავებული სკვერის დიზაინი დაფუძვნებულია გამოკითხვაზე, რომელიც ჩავატარეთ სკვერით მოსარგებლე მოსახლეობაში. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სეზონზე სკვერით დღეში 200-300 ადამიანი სარგებლობს. იქვე მდებარეობს „კათარძისი“ და მისი მომხმარებლები ხშირად სარგებლობენ ბაღით. ასევე ახლოს არის საბავშვო სტუდია და სტუდიის ბავშვები და მათი მშობლები დიდ დროს ატარებენ ტერიტორიაზე. მშობლებს და ძიძებს ხშირად გამოყავთ ბავშვები სათამაშოდ სტელას ბაღში. ასევე დადიან ახალგაზრდებიც. უახლოვეს პერიმეტრზე უბანში არ არის სხვა ანალოგიური ბაღი, რომელსაც მოიხმარს მოსახლეობა. ბაღში შემორჩენილია XX საუკუნის დროს შესრულებული მოზაიკიანი შადრევანი და ბარელიეფები კედელზე. ასევე ბაღის 1/3-ს იკავებს მანქანების პარკინგი (7-8 მანქანა) და მათი შესვლის აღსაკვეთად საჭიროა დაახლ. 10 მეტრის სიგრძეზე საბორდიურე მცენარეების დარგვა. ვინაიდან თქვენს მიერ გამოყოფილი თანხა სკვერის სრულ რეაბილიტაციას არ ეყოფა, ჩვენ ვვარაუდობთ გავაკეთოთ მხოლოდ რამდენიმე საჭირო ნიუანსი მაგ.: ცოცხალი ღობის დარგვა მანქანების პარკინგის აღსაკვეთად, სკვერში არის მხოლოდ XX საუკუნეში დარგული წიწვოვანი ხეები, ბაღის გამოსაცოცხლებლად უპრიანი იქნება დეკორატიული ბუჩქების და მცენარეების დარგვა. მნიშვნელოვანია, რომ მათ მორწყვა და მოვლა-პატრონობაზე უბნის მოსახლეობა იღებს პასუხისმგებლობას, ისინი მოხარულნი არიან ჩაერთონ ბაღის გაცოცხლების ინიციატივაში.