• 01 Apr 16
  • Posted by admin

ეკო იმპულსი

 

პროექტის Eco Impulse / ეკო იმპულსი ფარგლებში ჟიურიმ გამოვლინა გამარჯვებული არტისტი ლუკა ცეცხლაძე. 

პროექტის მიზანია  არსებული ეკო სისტემისადმი ცნობიერი პოზიციის დაფიქსირება, საჯარო სივრცეში არტ ობიექტის დადგმით შემოქმედებითი მუხტის შეტანა და გარემოს დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტისთვის შეირჩა ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების  პარკი, სადაც 30 ჰექტარზეა გადაჭიმული გამწვანებული ტერიტორია. პარკი არის დღევანდელ საქართველოში გარემოს დაცვის პოზიტიური მაგალითი, სადაც რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს: ტბის გარშემო შენარჩუნებულია მრავალწლიანი ხეები, მოწყობილია სასეირნო ბილიკები, შექმნილია სასიამოვნო გარემო კულტურული, სპორტული აქტივობებისა და დასვენებისთვის. კრიზისული პერიოდის შემდეგ პარკი აგრძელებს სიცოცხლეს და ვითარდება. პოზიტიური ეკო იმპულსი გამოწვევაა არტისტისთვის, რომელსაც  საშუალება ეძლევა მეორადი გადამუშავების მასალებით შექმნას ინსტალაცია. ნამუშევარი მინიმუმ ერთი წლით დარჩება რუსთავში.

კონკურსში გამარჯვებული  პროექტის გახსნა მოეწყობა 2016 წლის 5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს.

პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.