• 01 Apr 16
  • Posted by admin

უარე ქალაქს 2016

პროექტის  უარე ქალაქს 2016  ფარგლებში ჟიურიმ გამოვლინა  გამარჯვებულები :

- ნიკა ქუთათელაძე

- EchoForm 

- ზურაბ ცოფურაშვილი, ივეტა ჩხიკვაძე, კონსტანტინე ესაიაშვილი, სალომე სორდია. 

კონკურსი უარე ქალაქს 2016 ემსახურება ქვეითად გადაადგილების კულტურის, საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბებაში არტისტების მონაწილეობას. თანამედროვე ურბანულ საზოგადოებაში არსებული გამოწვევები, საზოგადოებრივი სივრცის როლი, ეკოლოგია, ურბანული განვითარება თანამედროვე ხელოვნების ფოკუსში ექცევა, თუმცა ზოგჯერ ვერ აღწევს ფართო აუდიტორიამდე. ჩვენი კონკურსის მეშვეობით კურატორებთან თანამშრომლობით არტისტული ინიციატივა საჯარო სივრცეში, ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსდება და შესაბამისად არტისტების მიერ გაგზავნილი მესიჯები მისაწვდომი იქნება როგორც რიგითი მოქალაქეებისათვის, ისე ქალაქისა და ქვეყნის მმართველი სამსახურებისათვის.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების გახსნა მოეწყობა 2016 წლის 15 ივნისამდე.

პროექტი ხორციელდება გაეროს დემოკრატიის ფონდისა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.