• 17 Mar 16
  • Posted by admin

ურბანული კოლაფსი

ორგანიზაციამ იარე ფეხით Popiashvili Gvaberidze Window Project-ის მხარდაჭერით განახორციელა ვიდეო ჩვენებების სერია ურბანული კოლაფსი.  

პროექტის ურბანული კოლაფსი  მიზანია წარმოაჩინოს საზოგადოებისათვის, ქვეითად მოსიარულე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ადამიანებისათვის აქტუალური უბრანული თემები. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია იარე ფეხით , რომელიც ხაზს უსვამს საჯარო სივრცის მნიშვნელობას, ცდილობს შესძინოს მას ახალი დატვირთვა არტისტის ნამუშევრის მეშვეობით და საჯარო ხელოვნების საშუალებით აღადგინოს კავშირი მოქალაქეებსა და ქალაქს შორის.

ურბანული კოლაფსისთვის სპეციალურად შექმნილი  ვიდეოები წარმოადგენს ახალი თაობის არტისტების თვალით დანახულ ქალაქში არსებულ ურბანულ, სოციალურ,ეკოლოგიურ, საზოგადოებრივ საკითხებს.

მონაწილე არტისტები: 

გიო სუმბაძე, დავით მესხი, სალომე მაჩაიძე, 11TH-ის არტისტები გიორგი მოზგოვოი, Ndrx, Pantellei (პანტელეი შარია) , Hanker (სანდრო კოზმანიშვილი).

პროექტის კურატორი

მარიამ წიქარიძე