• 03 Sep 14
  • Posted by admin

ქვეითთა არტპროექტი

"ქვეითთა არტპროექტი", ეს არის "იარე ფეხით"-ის მეორე პროექტი, რომლის ფინანსური მხარდამჭერი შვეიცარიის საელჩო გახლდათ. პროექტის ფარგლებში არტისტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საჯარო ხელოვნების საშუალებით წინ წამოეწიათ ქალაქის პრობლემები და ამ საკითხების თავისეული ხედვა წარედგინათ საზოგადოებისათვის. სამუშაო ადგილებად შეირჩა 3 პრობლემატური საზოგადოებრივი ადგილი. ქვეითთა საკითხების/პრობლემების საპასუხოდ, 35 არტისტმა წარმოადგინა საკუთარი პროექტი. მედია სივრცის მეშვეობით პროექტმა შექმნა ქვეითთა პრობლემების ფართო განხილვის შესაძლებლობა და მის განხორციელებაში ჩართო თბილისის მერია და გამოიწვია იგი რეაგირება მოეხდინა ამ საკითხებთან დაკავშირებით.