• 17 Mar 16
  • Posted by admin

გიო სუმბაძე

გიო სუმბაძე (დაბ.1976) მულტიმედია არტისტია. ის მუშაობს ფოტოგრაფიაში, აქვს ვიდეო ნამუშევრები, ინსტალაციები, ასევე აკეთებს გრაფიკულ დიზაინს. არტისტი მუშაობს ისეთ თემებზე როგორიცაა : არქიტექტურა, ბუნების სტრუქტურა, გეგმარება, ეკოლოგია და ა.შ. გიო სუმბაძე მონაწილეობს სხვადასხვა არტ პროექტებში ქართველ და უცხოელ არტისტებთან და კურატორებთან ერთად. 2013 წელს არტისტის არქიტექტურული პროექტი „კამიკაძე ლოჯია” წარმოდგენილი იყო საქართველოს პავილიონში ვენეციის 55 ბიენალეზე.