• 17 Mar 16
  • Posted by admin

დავით მესხი

დავით მესხი  ბერლინში მოღვაწე ქართველი  ფოტოგრაფია (დაბ.1979).  მას შემდეგ რაც მიიღო მაგისტრის ხარისხი  ჰიდროეკოლგიაში, მან გადაწყვიტა პროფესია შეეცვალა   და  ხელოვნებით დაინტერესდა.  დავით მესხმა აკადემიური ხარისხი მიიღო ფოტოჟურნალისტიკაში  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.  2004 წლიდან მესხი თანამშრომლობდა  რამოდენიმე ჟურნალთან,  როგორც ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი.  2013-2015  წლებში  იყო დოკუმენტური ფილმის „როცა დედამიწა მსუბუქია“ თანარეჟისორი სალომე მაჩაიძესთან და თამუნა ქარუმიძესთან ერთად. ფილმი მის ფოტოებზეა დაფუძნებული.

2015 წელს  სალომე მაჩაიძის, დავით მესხის და თამუნა ქარუმიძის ფილმმა ,,როცა დედამიწა მსუბუქია” მიიღო ჯილდო ნომინაციაში Best First Appearance ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA).