• 28 Jun 16
  • Posted by admin

კოკა ე. სალომე ს. ზურა ც. ივეტა ჩ.

კოკა ესაიაშვილი, სალომე სორდია, ზურა ცოფურაშვილი და ივეტა ჩხიკვაძე განსხვავებულ მედიუმში მუშაობენ. ოთხივე არტისტს აქვს ინდივიდუალური პრაქტიკა ისეთ სფეროებში როგორიცაა არქიტექტურა, ვიდეო არტი, საუნდი, ფოტო, ფერწერა, სთრით არტი. არტისტებმა ინდივიდუალური გამოცდილება გააერთიანეს საჯარო ხელოვნების კონკურსისთვის და წარმოადგინეს ერთობლივი ობიექტი - საგუშაგო კოშკი, რომელიც სიმბოლურად თბილისის ცენტრალურ გამწვანებულ ტერიტორიაზე - ვაკის პარკში იდგმება.