• 28 Jun 16
  • Posted by admin

ლუკა ცეცხლაძე

ლუკა ცეცხლაძე დაიბადა თბილისში 1989 წელს. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში (2007-2012) და იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში(2003-2005). მუშაობს ძრითადად ორგანზომილებიან გრაფიკულ სურათებზე, ატარებს ექსპერიმენტებს მცირე ზომის თიხის სკულპტურებზე, ქმნის ფანტასტიკურ არსებებს, რობოტ-პერსონაჟებს. 

არტისტი მონაწილეობდა ისეთ გამოფენებში როგორიც არის: 2016 - სოლო გამოფენა, Popiashvili-Gvaberidze Window Project + სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, თბილისი; 2015 - ‘მეათე სართული’, კედლის მხატვრობა, თბილისის ტრიენალე, ევროპის სახლი, თბილისი; ‘Junkyard’ - VADS გალერეა, გაერთიანებული ერების სახლი, თბილისი; 2014 - Popiashvili-Gvaberidze Window Project, ვენის ხელოვნების ბაზრობა, ავსტრია; ‘Tentacles’, ვიტრინის გამოფენა, Popiashvili-Gvaberidze Window Project, თბილისი; 2012 - შეხვედრა ფიროსმანთან IV, ისტორიის მუზეუმი, თბილისი; სოლო გამოფენა, გალერეა 9, თბილისი. 2014 წელს ცეცხლაძე მონაწილეობდა ზალცბურგის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის პროგრამაში.