• 27 May 15
  • Posted by admin

მარიამ კალანდარიშვილი

მარიამ კალანდარიშვილი დაიბადა 1991 წლის 24 სექტემბერს,  ქ. თბილისში. 2009-13 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტზე.

მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა ფოტოგრაფია, ასევე მუშაობს სხვადასხვა მედიაში: კინო, ინსტალაცია,  ვიდეო. მარიამის გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა ერთობლივი ფოტო-ფეშენ პროექტები ქართველ დიზაინერებთან - ლაშა დევდარიანი, ელისაბედ ზაუტაშვილი. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ქართულ და საერთაშორისო ფოტოჟურნალებში: ERRR Magazine, Girls on Film, FilmPrint და სხვა. 2014 წელს მარიამმა დააფუძნა საკუთარი ონლაინ/ბეჭდური ჟურნალი Zine - 001, რომლიც მცირე ტირაჟით გამოიცემა თბილისში.

2015 წელს ის ჩაირიცხა ბერლინის ხელოვნების სკოლის სივრცითი სტრატეგიების სამაგისტრო კურსზე.