• 04 Sep 15
  • Posted by admin

ნინუცა შატბერაშვილი

ნინუცა შატბერაშვილი დაიბადა 1993 წელს, თბილისში. 2011-2015 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, ფოტოგრაფიის განხრით. 2011 წლიდან სხვადასხვა გამოფენებსა და პროექტებში იღებს მონაწილეობას. ძირითადად მუშაობს ჯგუფში, სანდრო სულაბერიძესთან ერთად. ნინუცა ფოკუსირებულია ფოტოგრაფიის, დიზაინის, ინსტალაციების მიმართულებებზე, ღია სივრცეში ექსპერიმენტების კეთებაზე. აინტერესებს თანამედროვე გარემოში არსებული გამოწვევები, მასალები, თემები. მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე მისი და სანდრო სულაბერიძის ექსპერიმენტები ხშირად რადიკალურად განსხვავებულია. ისინი იყენებენ მარტივ, ხელმისაწვდომ მასალებს, მაგ.: ქაღალდი, ხე, ყოველდღიური მოხმარების საგნები. ამ მასალებისგან უმეტესად ფუნქციურ ობიექტებს ამზადებენ როგორიც არის თაროები ალფრედ ეპიტაშვილის ობიექტებისთვის, ქაღალდის ჭაღები (წარმოდგენილი იყო Popiashvili-Gvaberidze Window Project-ში, 2013- 2014წწ.). 2015 წელს სულაბერიძე-შატბერაშვილის ჯგუფმა გაიმარჯვა კონკურსში უარე ქალაქს და ვარდების მოედანზე წარმოადგინა ინსტალაცია - გიგანტური თამაში „მონოპოლი“. სულაბერიძე-შატბერაშვილის დუეტი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და გამოფენებში: 2015 მონოპოლი, უარე ქალაქს, ვარდების მოედანი, თბილისი, საქართველო; 2014 ივერია, Popiashvili-Gvaberidze Window Project, თბილისი, საქართველო; 2013 ალფრედ ეპიტაშვილის საოცარი სამყარო, Popiashvili-Gvaberidze Window Project, თბილისი, საქართველო; 2013 სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო; 2013 „გუგენჰეიმის რეპეტიცია“, კურატორი შტეფი შონე, ძველი საბაგიროს სადგური მეცნიერებათა აკადემიასთან, თბილისი, საქართველო; 2012 ფოტოგამოფენა ქოლგას ფარგლებში და სხვა.