• 17 Mar 16
  • Posted by admin

სალომე მაჩაიძე

სალომე მაჩაიძე (დაბ.1973)  ბერლინში მოღვაწე  ქართველი არტისტი და კინორეჟისორია.  1995  წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კინო მხატვრობის ფაკულტეტი. საქართველოში მას ჰქონდა პერსონალური გამოფენები და  იყო არტისტების ჯგუფის „გოსლაბი“ (GOSLAB) წევრი. 2000 წელს  დაამთავრა  ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UDK) ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტი.  2005 წელს, იმავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი ექსპერიმენტული მედიის განხრით.  მისი თეზისი, ექპერიმენტული სრულმეტრაჟიანი ფილმი „Trigger Tiger”  ნაჩვენები იყო  Voklsbühne-ის თეატრში ბერლინში. 

2015 წელს  სალომე მაჩაიძის, დავით მესხის და თამუნა ქარუმიძის ფილმმა ,,როცა დედამიწა მსუბუქია” მიიღო ჯილდო ნომინაციაში Best First Appearance ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA).