• 04 Sep 15
  • Posted by admin

სანდრო სულაბერიძე

სანდრო სულაბერიძე დაიბადა 1991წ. ქალაქ თბილისში.  2009-2014 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში ფოტოგრაფიის განხრით. ძირითადად მუშაობს ჯგუფში ნინუცა შატბერაშვილთან ერთად.  იგი ფოკუსირებულია ფოტოგრაფიის, დიზაინის, ინსტალაციების მიმართულებებზე, ღია სივრცეში ექსპერიმენტების კეთებაზე. მას და ნინუცას აინტერესებთ თანამედროვე გარემოში არსებული გამოწვევები, მასალები, თემები. მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე მათი ექსპერიმენტები ხშირად რადიკალურად განსხვავებულია. ჯგუფი იყენებს მარტივ, ხელმისაწვდომ მასალებს, მაგ.: ქაღალდი, ხე, ყოველდღიური მოხმარების საგნები. ამ მასალებისგან უმეტესად ფუნქციურ ობიექტებს ამზადებენ როგორიც არის თაროები ალფრედ ეპიტაშვილის ობიექტებისთვის, ქაღალდის ჭაღები (წარმოდგენილი იყო Popiashvili-Gvaberidze Window Project-ში, 2013- 2014წწ.). 2015 წელს სულაბერიძე-შატბერაშვილის ჯგუფმა გაიმარჯვა კონკურსში უარე ქალაქს და ვარდების მოედანზე წარმოადგინა ინსტალაცია - გიგანტური თამაში „მონოპოლი“. სულაბერიძე-შატბერაშვილის დუეტი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში და გამოფენებში: 2015 მონოპოლი, უარე ქალაქს, ვარდების მოედანი, თბილისი, საქართველო; 2014 ივერია, Popiashvili-Gvaberidze Window Project, თბილისი, საქართველო; 2013 ალფრედ ეპიტაშვილის საოცარი სამყარო, Popiashvili-Gvaberidze Window Project, თბილისი, საქართველო; 2013 სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო; 2013 „გუგენჰეიმის რეპეტიცია“, კურატორი შტეფი შონე, ძველი საბაგიროს სადგური მეცნიერებათა აკადემიასთან, თბილისი, საქართველო; 2012 ფოტოგამოფენა ქოლგას ფარგლებში და სხვა.