• 27 May 15
  • Posted by admin
  • 0 Comments

"არა ვარ კარგად" - საჯარო ხელოვნების პროექტი

უარე ქალაქს

მარიამ კალანდარიშვილი

30 მაისი, 2015

საკონტაქტო პირები: 
ხათუნა გველესიანი (მობ.+995 555 980 586)
ელენე მარგველაშვილი (მობ.+995 595 911 603) 

Facebook

"იარე ფეხით" გიწვევთ საჯარო ხელოვნების კონკურსში  "უარე ქალაქს" გამარჯვებული არტისტის,  მარიამ კალანდარიშვილის, პროექტის გახსნაზე - "არა ვარ კარგად".

 „უარე ქალაქს“ ექსპერიმენტული წამოწყებაა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი სივრცისთვის განკუთვნილი ხელოვნებით აღდგეს კავშირი მოქალაქეებსა და ქალაქს შორის.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა უარი თქვა აღექვა პროექტი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად და იმთავითვე ცენზურა დაადო მას შინაარსის გამო. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული საგამოფენო სივრცე, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ შეიზღუდოს თანამედროვე არტისტის თავისუფალი ხედვა.

"არა ვარ კარგად" ეს არის თბილისის Status Update; არტისტის  თამამი ნამუშევარი, რომელიც ქმნის სადისკუსიო სივრცეს, სადაც მოქალაქეები შეძლებენ განიხილონ ქალაქის საჭირბოროტო საკითხები.

გახსნა         - 30 მაისი, 20:00 საათი,

მისამართი - არტარეას ეზო (მის.: დოდო აბაშიძის ქ. N10).

LIVE            - HVL (გიგი ჯიქია)

პროექტი ხორციელდება გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მხარდაჭერით.