• 26 Nov 12
  • Posted by admin

იარე ფეხით - სოციალური ვიდეო #2

"იარე ფეხით" წარმოგიდგენთ ვიდეოების ციკლს, რომლებიც ასახავს საქართველოს ქალაქებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც დაბრკოლებას უქმნის ფეხით სიარულის მოყვარულებს. მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია ის მძიმე პირობები, რომლებიც თან ახლავს საბავშვო ეტლით ქალაქში გადაადგილებას. ეს არის ტროტუარის უხარისხობა, ვიწრო ტროტუარები, დახრილი სიბრტყეების ნაკლებობა ან უვარგისობა შენობეის შესასვლელებთან, ტროტუარებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში, მანქანებით გადატვირთული ტროტუარი, მიუდგომელი შესასვლელები პარკებთან და მრავალი სხვა. იგივე პრობლემებთან გამკლავება უწევთ ასევე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირებს, ეტლით გადაადგილდებიან.