• 23 May 13
  • Posted by admin

იარე ფეხით - სოციალური ვიდეო #3

"იარე ფეხით" წარმოგიდგენთ ვიდეოების ციკლს, რომლებიც ასახავს საქართველოს ქალაქებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც დაბრკოლებას უქმნის ფეხით სიარულის მოყვარულებს. ამ ვიდეოში ნაჩვენებია სკოლების წინ არსებული გადასასვლელბის პრობლემა და ზოგადად ახალგაზრდა ქვეითთა უსაფრთხოების საკითხი: სპეციალური კანონების არ არსებობა ბავშვების უსაფრთხოებისთვის, ქვეითთა შუქნიშნების და ზებრა გადასასვლელების არასაკმარისი რაოდენობა სასწავლო დაწესებულებებთან, ხშირად დაუსჯელი მძღოლების უყურადღებობა და კანონის გაუთვალისწინებლობა, ინფორმაციის ნაკლებობა საგზაო მოძრაობის წესების შესახებ და მრავალი სხვა. შემოგვიერთდით, და ერთად მოვითხოვოთ უსართხო გადაადგილების უფლება, მათ შორის, მოძრაობის დარეგულირება, სკოლების, ბაღების და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ქუჩებზე!