• 22 Nov 14
  • Posted by admin

ნატო ბაგრატიონი - ინსტალაცია "მწვანე კედელი"

"ქვეითთა არტ პროექტი" 2014
ნატო ბაგრატიონი - ინსტალაცია "მწვანე კედელი"
(ბილბორდი - პეკინი/მიცკევიჩის კუთხე)

"დღეს ქალაქი გადატვირთულია მანქანებით, მონსტრი შენობებით, ტვინის წამღები რეკლამებით ბილბორდებზე, ჰაერი საშინლად დაბინძურებულია. ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ფეხით მოსიარულეთა განწყობაზე. ჩემი პროექტით სარეკლამო ბილბორდი გადაიქცევა მშვენიერი მცენარეებით გაფორმებულ „მწვანე კედლად“, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მცნარეების ზრდასთან ერთად შეიცვლის ვიზუალურ მხარეს. ამ პროექტის მიზანია რომ, ქვეითთათვის მეტად სასიამოვნო გახდეს ქალაქში გადაადგილება, რისთვისაც მათ სჭირდებათ: სუფთა ჰაერი, მეტი სიმწვანე და სიმშვიდე რომელიც მცენარეებს მოაქვთ ადამიანისათვის."
 - ნატო ბაგრატიონი

ოპერატორი, მემონტაჟე - ვასილ დოლიძე