• 25 May 18
  • Posted by admin

საჯარო ხელოვნება - ქარი უბერავს იქ სადაც სურს

ქარი უბერავს იქ სადაც სურს საჯარო ხელოვნების პროექტის „უარე ქალაქს 2016“ ფარგლებში დედაენის ბაღში განთავსდა არტისტთა ჯგუფის Echo Form სინათლის ინსტალაციას “ქარი უბერავს იქ სადაც სურს“. „უარე ქალაქს 2016“ არის პროექტი რომელიც თბილისის ურბანულ სივრცეში არსებულ გამოწვევებს საჯარო ხელოვნებით პასუხობს. ღია კონკურსის წესით სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთია Echo Form-ის ინსტალაცია დედაენის ბაღში. დედაენის ბაღში სენსორული ნათურების ინსტაალცია ცოცხალი ბუნების, გარემოს ზემოქმედებაზე რეაგირებს. ეს არის ჯგუფის Echo Form მცდელობა საჯარო სივრცეში მეტად იყოს ხაზგასმული ერთი მხრივ ბუნების ცოცხალი იმპულსები, რომლებიც ვიზუალურ, სინათლის ფორმასაც იძენს, მეორე მხრივ კი თანამედროვე, ექსპერიმენტული, ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი შემოქმედებითი იმპულსი გაჩნდეს საჯარო სივრცეში. Echo Form ორი ვიზუალ-არტისტისგან შემდგარი ჯგუფია. ჯგუფის წევრები ერთობლივად მუშაობენ თბილისის კლუბებში. Echo Form იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ქმნის ექსპერიმენტებს როგორც დახურულ სივრცეში, ისე ღია ცის ქვეშ. პროექტის კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე