• 18 Dec 12
  • Posted by admin

ტროტუარი ქვეითებისთვის

2012 წლის 17 ნოემბერს, ორგანიზაციამ "იარე ფეხით" და თბილისში ფეხით სიარულის მოყვარულებმა გააპროტესტეს ტროტუარზე მანქანების უკანონო და დამაბრკოლებელი პარკირება "იმელის" შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთთვიანი პროექტი "ტროტუარი ქვეითებისთვის" ითვალისწინებდა მძღოლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას თავიანთი და ქვეითთა უფლებების შესახებ, სპეციალური გაფრთხილებების მოთავსებას მანქანების საქარე მინაზე, დამაბრკოლებლად პარკირებული მანქანებისთვის ფოტოსურათების გადაღებას და პრობლემის "გარეთ გამოფენას". გამოფენაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდა ნებისმიერ მსურველს, სულ გამოიფინა ას ოცამდე ფოტოსურათი, ხოლო ღონისძიების სამი მონაწილე ლატარეის პრინციპით დაჯილდობდა წამახალისებელი საჩუქრით - Converse All Star-ის კედების სახით. "იარე ფეხით" განაგრძობს არსებულ პრობლემაზე მუშაობას, დამატებითი ინფორმაციისთვის იხლით: www.IarePekhit.org or www.facebook.com/IarePekhit



Song used: "Autobahn by Kraftwerk" - we don't own the rights to this song.