• 05 May 15
  • Posted by admin
  • 0 Comments

"უარე ქალაქს" - გამარჯვებული არტისტების ნამუშევრების გახსნები

უარე ქალაქს

ანდრო ერაძე, სანდრო სულაბერიძე და ნინუცა შატბერაშვილი, გიორგი მაღრაძე, ელისაბედ ზაუტაშვილი

10-31 მაისი, 2015

საკონტაქტო პირები: 
ხათუნა გველესიანი (მობ.+995 555 980 586)
ელენე მარგველაშვილი (მობ.+995 595 911 603) 

2015 წლის მაისის განმავლობაში „იარე ფეხით“ წარმოადგენს ახალგაზრდა ქართველი არტისტების საჯარო ხელოვნების პროექტებს, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა საკვანძო ადგილებში განთავსდება.

თითოეული პროექტი ეხება ახალი თაობის არტისტების თვალით  დანახულ ქალაქში არსებულ სოციალურ, ეკოლოგიურ თუ საზოგადოებრივ საკითხებს. არტისტები და მათი საჯარო ხელოვნების პროექტები კონკურსის შედეგად შეირჩა.

თბილისის მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ პროექტების გახსნის ღონისძიებებს და შეაფასონ გარდაქმნილი ურბანული გარემო.

პროექტი „უარე ქალაქს“ ექსპერიმენტული წამოწყებაა, რომლის მიზანია საჯარო ხელოვნებით აღდგეს კავშირი მოქალაქეებსა და ქალაქს შორის. 

                                                                                                   

   "მწვანე საფარი"

"არსებულ სივრცეს მივეცით პირობითი მნიშვნელობა. ეს არის ანალიზის მცდელობა. სათამაშო ჯარისკაცების ჯარი მწვანე საფარზე განთავსდა, რათა იგი ყველანაირი პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენებისაგან, დაზიანებისაგან, ინვესტორებისაგან დაიცვას."

       გახსნა: 10 მაისი

       პეკინის და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთა

       ავტორი: ანდრო ერაძე

"გამწვანების აქცია"

   "მონოპოლი"

"ეს არის სამაგიდო თამაშის "მონოპოლი" მასშტაბური ვერსია. თამაშის შემადგენელი ნაწილები ჩვენი რეალობიდან მომდინარეობს და კამათლით იმართება.  მისი საშუალებით ნებისმიერ მსურველს, შეუძლია მართოს ქალაქის პატარა მოდელი."

       გახსნა: 16 მაისი

       რუსთაველის გამზირის და ელბაქიძის დაღმართის კვეთა

       ავტორები: სანდრო სულაბერიძე და ნინუცა შატბერაშვილი

თამაში „მონოპოლი“

 

"საცხოვრებელი სახლი ბარათაშვილის ხიდთან"

"გამწვანებულ ფერდობზე წარმოუდგენელია რამის აშენება, მაგრამ ზოგჯერ ასეთ წარმოუდგენელ ადგილებში იდგმება შენობები. ამ არარეალურმა გეგმამ გამვლელში ირონია უნდა გამოიწვიოს და მის რეალურობაზე დააფიქროს."

       გახსნა: 24 მაისი

       ბარათაშვილის ხიდთან

       ავტორი: გიორგი მაღრაძე

      პიკნიკი ტროტუარზე

 

 

"კაცები"

"ჩემი ნამუშევრით შევეცადე მეჩვენებინა რომ მოძრაობა სიცოცხლის არსია, რადგან უმოძრაობა იწვევს სტაგნაციას, ხოლო მოძრაობა კი პროგრესს".   

       გახსნა: 31 მაისი

       გმირთა მოედანი, ცირკის კიბეებთან.

       ავტორი: ელისაბედ ზაუტაშვილი

       LIVE ირაკლი აბრამიშვილი (Sesil)

 

"არა ვარ კარგად"

 

თბილისის status update: "არა ვარ კარგად"

შთაგონება - ქუჩაში ნანახი სტენსილი

 

       გახსნა:  31 მაისი

       არტარეას ეზო

       ავტორი: მარიამ კალანდარიშვილი

 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით.