• 07 Apr 16
  • Posted by admin

ურბანული კოლაფსი - დავით მესხი/სალომე მაჩაიძე

ამოისუნთქავს

ხანგრძლივობა: 2:47 წუთი



დავით მესხის და სალომე მაჩაიძის ვიდეო ნამუშევარი ამოისუნთქავს სხვადასხვა მედიების სინთეზს წარმოადგენს. გამოსახულება, პოეზია, კადრების მონაცვლეობის რიტმი ერთად ზემოქმედებს მაყურებელზე. ნამუშევარში იდეალიზებული ბუნება და მექანიკური ძალები ქარის ენერგიით ამოძრავებენ ახალგაზრდებს ხის დაფებზე. მტვრისგან და უჰაერობისგან გაუფერულებულ ქალაქის რეალობაში ვიდეო ფერადი სიზმარივით იჭრება. იდეალიზირებული ბუნების გამოსახულება დროდადრო ციფრული ხარვეზებით წყდება და მერე ისევ ჩნდება. Error-ები ვიტრინის შიგნით,ნამუშევარში არსებული რეალობის უტოპურობაზე მიგვანიშნებს. ქალაქის ქაოსისგან 7 მონიტორზე გაშვებულ ვიდეოს სამუზეუმო მინასავით იცავს საგამოფენო ვიტრინა. ვიდეო ისტალაცია ამოისუნთქავს ქმნის კონტრასტს ქალაქის უსიცოცხლო გარემოსთან და ხაზს უსვამს ჩვენს გარშემო არსებულ რეალობას.



მუსიკა : TBA ტუსია ბერიძე ფილმისთვის როცა დედამიწა მსუბუქია

კოსტუმის დიზაინი : NAUKA

ტექსტი ზურმუხტისფერი ბედის ორდენი - კატა სტროფა

ვიდეო - Goslab Production 

დოკუმენტური ფილმის სამუშაო კადრებიდან - როცა დედამიწა მსუბუქია (სალომე მჩაიძე, დავით მესხი, თამუნა ქარუმიძე)