• 19 Feb 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

ურბანული კოლაფსი - ვიდეო არტის საჯარო ჩვენებების სერია

 

 

იარე ფეხით
Popiashvili Gvaberidze Window Project
20 თებერვალი18:00 საათი.
მისამართი:  რუსთაველის გამზირი N37
საკონტაქტო პირები:
მარიამ წიქარიძე (599 206494)
ელენე მარგველაშვილი (595 911603)
publicart@iarepekhit.org

 

იარე ფეხით Popiashvili Gvaberidze Window Project-ის მხარდაჭერით რუსთაველის გამზირის 37 ნომერში  წარმოგიდგენთ ვიდეო ჩვენებების სერიას ურბანული კოლაფსი .

პროექტის მიზანია უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს საზოგადოებისათვის, ქვეითად მოსიარულე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ადამიანებისათვის აქტუალური უბრანული თემები. გვსურს ხაზი გავუსვათ საჯარო სივრცის მნიშვნელობას, შევძინოთ მას ახალი დატვირთვა არტისტის ნამუშევრის მეშვეობით და საჯარო ხელოვნების საშუალებით აღვადგინოთ კავშირი მოქალაქეებსა და ქალაქს შორის.

პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი  ვიდეოები წარმოადგენს ახალი თაობის არტისტების თვალით დანახულ ქალაქში არსებულ ურბანულ, სოციალურ, ეკოლოგიურ, საზოგადოებრივ საკითხებს.

იარე ფეხით  ქვეითთა უფლებადამცველი ორგანიზაციაა. ჩვენ შემოქმედებითად ვუდგებით გამოწვევებს და სამოქალაქო ჩართულობის გზით ვცდილობთ დავუბრუნოთ საჯარო სივრცე მის კანონიერ მფლობელებს.

 

მონაწილე არტისტები:

გიორგი მოზგოვოი, პანტელეი შარია, გიო სუმბაძე, დავით მესხი, სალომე მაჩაიძე.

ვიდეო სერიების ჩვენების განრიგი:

გამფენის  გახსნა - 20 თებერვალი  18:00 სთ

20 -26 თებერვალი  -  გიორგი მოზგოვოი  

27 თებერვალი – 3 მარტი -  გიო სუმბაძე

4 – 10 მარტი -  სალომე მაჩაიძე/დათო მესხი

გამოფენის დახურვა -11 მარტი 19:00 სთ

11 – 18 მარტი - პანტელეი შარია