• 28 Mar 16
  • Posted by admin

ურბანული კოლაფსი - Urban Collapse (რუსთავი 2)

ურბანული კოლაფსი
20 თებერვალი - 18 მარტი, 2016
იარე ფეხით / Popiashvili Gvaberidze Window Project 

მონაწილე არტისტები: გიორგი მოზგოვოი, პანტელეი შარია, გიო სუმბაძე, დავით მესხი, სალომე მაჩაიძე. 

პროექტის კურატორი: მარიამ წიქარიძე
ვიდეო ჩვენებების სერია წარმოაჩენს საზოგადოებისათვის, ქვეითად მოსიარულე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ადამიანებისათვის აქტუალურ უბრანულ თემებს. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია იარე ფეხით, რომელიც ხაზს უსვამს საჯარო სივრცის მნიშვნელობას, ცდილობს შესძინოს მას ახალი დატვირთვა არტისტის ნამუშევრის მეშვეობით და საჯარო ვიდეო ხელოვნების საშუალებით აღადგინოს კავშირი მოქალაქეებსა და ქალაქს შორის. პროექტისთვის შექმნილი ვიდეოები წარმოადგენს ახალი თაობის არტისტების თვალით დანახულ ქალაქში არსებულ ურბანულ, სოციალურ, ეკოლოგიურ, საზოგადოებრივ საკითხებს.