• 16 Dec 14
  • Posted by admin

ქიტო ჩხაიძე - ინსტალაცია "BLACK"

"ქვეითთა არტ პროექტი" 2014
ქიტო ჩხაიძე - ინსტალაცია "BLACK"
(ვაკის პარკი)

"ინსტალაცია 'Black' ეხმიანება ჰაერისა და წყლის დაბინძურებას. შავი ბურთები, რომელიც დეკორატიული აუზის თავზეა მოთავსებული, სიმბოლურად გამოხატავს შავ ღრუბელს. შავი წყალი კი შესაბამისად დაბინძურებულ წყალს. შუაში მოთავსებული მცენარეები, რომლებიც შავი წყლიდან იქნება ამოსული, დროთა განმავლობაში დაჭკნება და თვალნათლივ დაგვანახებს დაჩქარებულ პროცესს. ვაკის პარკის ლოკაციაც ლოგიკურად უკავშირდება ამ პრობლრმატიკას. ბოლო დროს ხეების მოჭრის ტენდენციაა, რაც პირველ რიგში უწყობს ხელს ჰაერის დაბინძურებას, სიცხესა და ხმაურს. ქვეითთათვის ეს სამი პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია რათა შეძლონ გადაადგილება." - ქიტო ჩხაიძე

ოპერატორი, მემონტაჟე - ვასილ დოლიძე

მუსიკა - Lady Heroine - Out of Space