• 15 Nov 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

20 ნოემბერს ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა გაიმართება

20 ნოემბერს, კვირას, 14:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია “იარე ფეხით” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პარალმენტის გარეშემო “ქვეითთა საყოველთაო მსვლელობას” მართავს.

● 14:00 - შეკრება პარლამენტის შენობის წინ

● 14:30 - მსვლელობა პარლამენტის შენობის გარშემო

● 15:00 - აქცია პარლამენტთან

 

საქართველოს ქალაქებში დღითიდღე უარესდება პირობები ფეხით სიარულისთვის: საზოგადოებრივი სივრცეების მასობრივ გაქრობასთან, დაურეგულირებელ მშენებლობებთან და ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, გზებზე დაშავებულ ქვეითთა რაოდენობა უპრეცედენტო რიცხვს აღწევს. გასულ წელთან შედარებით ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 11%-ით არის გაზრდილი, ყოველი მესამე შემთხვევის მონაწილე კი ქვეითია.

მხოლოდ ბოლო თვის მანძილზე ორი განსაკუთრებით საგანგაშო შემთხვევის მომსწრენი გავხდით:

● 22 ოქტომბერს ორ ახალგაზრდა ქვეითს დაეჯახა მანქანა ზებრა გადასასვლელზე, სწორედ იქ სადაც ქვეითები გადაადგილების უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ.

● 2 ნოემბერს კი ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითს დაეჯახა მანქანა ტროტუარზე, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო (სისხლდენა სახის და მუხლების არეში)

აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები მიმართავენ ქალაქ თბილისის მერიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს:

● დაიწყოს ქვეითების როგორც პირველხარისხოვანი მოქალაქეების აღიარება და ფეხით სიარულისთვის ელემენტარული პირობების შექმნა

● აიკრძალოს ტროტუარზე პარკირება, არა მხოლოდ ტროტუარზე დახაზული ადგილების წაშლით, არამედ რეალურად აღიკვეთოს პარკირება მოქმედი კანონების მკაცრი აღსრულებით

● გაიზარდოს სასჯელი უკანონო პარკირებისთვის და მკაცრი აღსრულება მოჰყვეს პარკირების წესის დარღვევას (მათ შორის ტროტუარებზე, ზებრა გადასასვლელებზე და პანდუსებზე)

● მოხდეს ზებრა გადასასვლელებზე ქვეითთა უსაფრთხოების დაცვა კანონის მკაცრი აღსრულებით

● ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ, საკითხთა პირველ ნუსხაში მოხდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება   

  555980586 - ხათუნა გველესიანი, პროექტების კოორდინატორი

 595911603 - ელენე მარგველაშვილი, დირექტორი