• 23 Jul 15
  • Posted by admin
  • 0 Comments

გონივრული, ეფექტური, მდგრადი განვითარება!

შემთხვევითი არაა, რომ ქალქგეგმარებითი პრინციპების გვერდის ავლით მომუშავე სამსახურების სლოგანები, ზუსტად ასახავს მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას პრივატიზაციის, დაპროექტების, მშენებლობაზე ნებართვების გაცემის, ზონებისთვის სტატუსების შეცვლის მიმართ! იშვიათად თუ შეხვდებით სხვა ქვეყნების მუნიციპალური სამსახურების ვებ-გვერდებზე სტყვებს "მარტივად" "ადვილად","სწრაფად" - თანამედროვე მსოფლიოს პრიორიტეტებია "smart" (ჭკვიანური, გონივრული), "ეფექტური", "მდგრადი" განვითარება! განივთარება კი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აუცილებლად შენებას, საავტომობილო გზების გაგანიერებას და საზოგადოებრივი სივრცეების გაუქმებას ბატონო მერო.