• 23 Jul 15
  • Posted by admin
  • 0 Comments

ვინ არის "Anonymous"?

29 დეკემბერს ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო "ღორები და ვაჟკაცები" http://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=..., სადაც ნაჩვენები იყო, როგორ არცხვენდა ორი ახალგაზრდა ბიჭი ქართველ მძღოლებს. ჩვენ მოვძებნეთ და დავპატიჟეტ ვიდეოს ავტორი Anonymous Georgian გადაცემაში "რეალური სივრცე". ანონიმურმა ქართველმა უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე და შემოგვთავაზა ვიდეო, რომელშიც პასუხობს ჩვენს შეკითხვებს: 

1. ვინ არის ანონიმური ქართველი და რა არის დაპლაკატება?

2. რა არის თქვენი მამოტივირებელი ძალა? 

3. ამ წამოწყების უკან ხომ არ დგას, რაიმე პირადი გამოცდილება, კონკრეტული შემთხვევა? 

4. როგორია საზოგადოების რეაქცია თქვენი წამოწყების მიმართ?

5. ხომ არ ჰქონია ადგილი მოქალაქეების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენ მიმართ? როგორ პასუხობთ აგრესიას?

6. თქვენ უარი თქვით ტელევიზიაში გამოსვლაზე, რატომ გსურთ დარჩეთ ანონიმური?

7. რა არის თქვენი წამოწყების სამომავლო, დიდი მიზნები? 

8. ხომ არ გეგმავთ თქვენი საქმიანობის გაფართოებას? 

9. რა გსურთ, რომ უთხრათ თქვენს თანამოქალაქეებს? 

10. როგორია თქვენი ოცნების ქალაქი?