სიარული თქვენი უფლება?!

4 ნოემბერს იარე ფეხით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შეხვდა. ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ ქვეითთა პრობლემებზე და თუ რას ნიშნავს იყო ქვეითი დღეს ჩვენს ქალაქში. ძალიან გვიხარია, რომ სტუდენტების უმრავლესობა აქტიურად ჩაერთო და დაინტერესდა ამ თემით. რამდენიმე საკმაოდ კარგი იდეა გაჟღერდა თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ქვეითთა ყოფა თბილისში. დისკუსიის დასასრულს დამსწრე სტუდენტთა ნახევარმა ქვეითთა ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, თქვენც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ონლაინ რეჟიმში ჩვენს ვებგვერდზე. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას ვინც არ დაიზარა, მოვიდა და დაინტერესდა ამ თემით.