ჩვენ შესახებ

You are here

 

ჩვენ ვმუშაობთ ქვეითთა უფლებების გაუჯობესებაზე საქართველოში.  "იარე ფეხით" ახალგაზრდა აქტივისტების მიერ სულ რაღაც 3 წლის წინ დაფუძნდა. მუშაობა ორი მცირე საჯარო ხელოვნების პროექტით დაიწყო. თუმცა, სულ მალე ჩამოვყალიბდით ორგანიზაციად, რომელიც ქვეითთა უფლებების ლობირებასა და ადვოკატირებას ახორციელებს.  

ჩვენ შემოქმედებითად ვუდგებით ორგანიზაციის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ვიყენებთ განსხვავებულ მიდგომებს, რათა საჯარო სივრცე მის კანონიერ მფლობელებს დავუბრუნოთ. "იარე ფეხით"-ის ბოლო პროექტი საჯარო ხელოვნების საშუალებით ამბობდა - საჯარო სივრცე შენი სივრცეა. 

ჩვენი მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გზით მივაღწიოთ პროგრესს. შენც შეგიძლია გაწევრიანდე. გვჯერა, რომ  თუ გვექნება საერთო ხედვა, როგორც საზოგადოება შევძლებთ ჩვენ წინაშე არსებული საკითხების გადაწყვეტის პოვნას.  ჩაერთე და მიიღე მუხტი იმ საზოგადოებისგან, რომელშიც ცხოვრობ. 

 

მისია

ხელი შევუწყოთ ქვეითთა უფლებების დაცვასა და საზოგადოებრივი სივრცეების გონივრულ განვითარებას 

 

ხედვა 

ვაქციოთ საქართველოს ქალაქები ქვეითთათვის კეთილმოწყობილ სივრცედ

 

ღირებულებები

ჩვენი დევიზია - ქვეითთათვის კეთლმოწყობილი საქართველო.

პარტნიორობა - ჩვენ ვქმნით სივრცეს თანამშრომლობისათვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება რეალური ცვლილებების განხორციელება.

მიდგომა - ჩვენ გამოწვევებს დინამიურად ვუდგებით. სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის მონაწილეობით ორგანიზებული ქუჩის ღონისძიებებით დაწყებული და ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დამთვრებული.

ხელოვნება ადვოკატირებისათვის - ჩვენ გვწამს, რომ ხელოვანი ადამიანების დახმარებით შეგვიძლია შთავაგონოთ, ავამაღლოთ ცნობიერება და გავაერთიანოთ სხვადასხვა ჯგუფები საერთო მიზნის გარშემო.

ანგარიშვალდებულება - ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ დონორების, პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე. ვმუშაობთ, რათა უზრუნველყოთ ორგანიზაციის გამჭვირვალობა და მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულება.

სწავლა და განვითარებ - ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, რათა ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების საუკეთესო გადაჭრის გზა ვიპოვოთ.

 

 

 

 

 

 

 

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით

 

 

  • თბილისი, საქართველო, 0179, აბაშიძის 24ა
  • (+995) 32 235309
  • contact@iarepekhit.org

Theme Quick Settings

Layout Style

Header

Direction

Predefined Colors

Background

Enter your იარე ფეხით username.
Enter the password that accompanies your username.
Don’t have an account yet?
some text some text some text some text some text some text some text some text some text some text some text