• 24 Nov 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

ადამიანური მასშტაბი - ფილმის ჩვენება დისკუსია

სამშაბათი, ნოემბერი 15, 2016

იარე ფეხით წარმოგიდგენთ ახალ პროექტს თბილისის მერიასთან თანამშრომლობით - „მონიშნე, გააუმჯობესე და იარე ფეხით“ ჩვენ ვიწყებთ ქალაქში ქვეითთა საჯარო მონაცემთა ბაზის და რუკის შექმნას და ამაში თქვენი დახმარება გვჭირდება! ბაზა თავს მოუყრის ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებსაც ვაწყდებით ყოველდღიური მოძრაობისას ქუჩაში, იქნება ეს ტროტუარზე უკანონოდ პარკირებული ავტომობილები თუ სამშენებლო სამუშაოების შედეგად წართმეული ქვეითთა სივრცე. მონაცემებს გადავცემთ თბილისის მერიას და ერთად შევუდგებით ქვეითთა პრობლემური საკითხების მოგვარებას. პროექტის ფარგლებში გიწვევთ Kiwi-Café Tbilisi-ში დოკუმენტური ფილმის “ადამიანური მასშტაბი” (The Human Scale) ჩვენებაზე და საჯარო ლექციაზე, რომელსაც წარუძღვება ჩვენი საბჭოს წევრი, არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი, ირაკლი ჟვანია. ვისაუბრებთ ადამიანზე ორიენტირებული ქალაქგანვითარების მიდგომებზე - გაგიზირებთ თანამედროვე ქალაქების გამოცდილებას, თუ როგორ პასუხობენ ისინი გამოწვევებს, საქალაქო სივრცის ადამიანის მასშტაბებზე მორგებით. “ადამიანური მასშტაბი” არის დანიელი რეჟისორის, ანდრეას დალსგაარდის ნამუშევარი. იგი წარმოგვიდგენს ფილოსოფოსების, არქიტექტორებისა თუ ქალაქმგეგმარებლების მოსაზრებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ არქიტექტორი, იან გელი, რომელიც მრავალი ათეული წელია სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს საქალაქო სივრცეში და ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალაქები თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა შესაძლებლობას უტოვებს ადამიანს სოციალური ურთიერთობებისთვის. თუმცა ის მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია ისეთი ქალაქების შექმნა, რომელიც პატივს სცემს ინდივიდის მისწრაფებებსა და მის სოციალურ მოთხოვნილებებს. მონაწილეები მიიღებენ მცირე საჩუქარს! გაგიმასპინძლდებით კივი კაფეს უგემრიელესი კომპოტით, ორცხობილებითა და პოპ-კორნით. სამუშაო ენა - ქართული (შესაძლებელი იქნება თარგმანიც) ფილმი - ინგლისურ ენაზე, დასწრება თავისუფალია!