• 20 Jan 19
  • Posted by admin
  • 0 Comments

გადაჯექი და იმოძრავე! - ველოტრანსპორტი ყველასთვის

კვირა, სექტემბერი 23, 2018

ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, იარე ფეხით, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის / Georgia Alliance For Safe Roads და სხვა) გეპატიჟებათ ღონისძიებაზე "გადაჯექი და იმოძრავე - ველოტრანსპორტი ყველასთვის" ამ ღონისძიების ძირითადი მიზანია ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების, პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის: - ველოსიპედის ტარების გაკვეთილები დამწყები ზრდასრულთათვის - საგზაო უსაფრთხოების ინტერაქტიული გაკვეთილი ბავშვებსთვის - ხატვის სესია ბავშვებისთვის - მოკლე ველომსვლელობა პარკის ტერიტორიაზე - BMX ველოუნარების დემონსტრაცია შემოგვიერთდით კვირას, 23 სექტემბერს, დედა ენის ბაღში 12 საათიდან 3 საათამდე!
Address: 
Deda Ena Park