• 02 Dec 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

მონიშნე, გააუმჯობესე იარე ფეხით

პარასკევი, დეკემბერი 30, 2016

ყველა ჩვენ მხარდამჭერს, v ვინც მონაწილეობა მიიღო საფეხმავლო აუდიტში და გამოგვიგზავნა შევსებული კითხვარები. v ვინც უბრალოდ მხარი დაგვიჭირა და გაავრცელა ინფორმაცია პროექტის შესახებ. v ვინც დაესწრო ჩვენს ღონისძიებებს იარე ფეხით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გიწვევთ პროექტის - „მონიშნე, გააუმჯობესე და იარე ფეხით“ შედეგების პრეზენტაციაზე Impact Hub თბილისში, 29 დეკემბერს, 6 საათზე. პროექტი თქვენი დახმარებით ქალაქში, კერძოდ დასაწყისისთვის ვაკის ტერიტორიაზე ქვეითთა საჯარო მონაცემთა ბაზის და რუკის შექმნას ისახავდა მიზნად. ბაზა თავს მოუყრის ყველა იმ დაბრკოლებას, რომლებსაც ვაწყდებით ყოველდღიური მოძრაობისას ქუჩაში, იქნება ეს ტროტუარზე უკანონოდ პარკირებული ავტომობილები თუ სამშენებლო სამუშაოების შედეგად წართმეული ქვეითთა სივრცე. შედეგების პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები. გსურთ თქვენი უბნის/სამეზობლო აუდიტის განხორციელება? რადგან ეს საპილოტე პროექტია ჩვენ ველით თქვენ იდეებსა და კომენტარებს, თუ როგორ გავაუმჯობესოთ კვლევა და ჩვენი ინსტრუმენტები. მოდით და გაგვიზიარეთ თქვენი იდეები. სამუშაო ენა - ქართული (შესაძლებელი იქნება თარგმანიც) მისამართი: ეგნატე ნინოშვილი ქ. N8;
Address: 
ეგნატე ნინოშვილი ქ. N8;