• 20 Jan 19
  • Posted by admin
  • 0 Comments

ფოტოგამოფენა / სათემო აქტივიზმი და ღია მმართველობა

პარასკევი, მაისი 11, 2018

ღია მმართველობის გლობალური კვირეულის ფარგლებში, 2018 წლის 11 მაისს გაიმართება პროექტის „ხიდის გაბმა სათემო ჯგუფებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის“ გახსნითი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება თბილისში სათემო აქტივიზმის ამსახველი ფოტოების გამოფენა. გამოფენა მიზნად ისახავს წამოიწყოს დისკუსია სათემო ინიციატივების წარმატებებისა და წარუმატებლობების, ასევე მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე. პროექტის ფარგლებში, მომზადდება სამოქალაქო აქტივიზმის სახელმძღვანელო, ჩატარდება სათემო ინიციატივებისთვის კონკურსები და გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროექტს განახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „იარე ფეხით“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით