• 14 Nov 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა

კვირა, ნოემბერი 20, 2016

20 ნოემბერს, კვირას, 14:00 საათზე “ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა” (იმართება ამავე დროს და ადგილას დაგეგმილი აქციის პარალელურად პარტნიორ ორგანიზაციებთან შეთანხმებით https://www.facebook.com/events/1629806023987015/) ● 14:00 - შეკრება პარლამენტის შენობის წინ ● 14:30 - მსვლელობა პარლამენტის შენობის გარშემო ● 15:00 - აქცია პარლამენტთან შემოგვიერთდით 20 ნოემბერს, ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის დღეს აქცია-მსვლელობაში, რათა ერთად შევაჩეროთ განუკითხაობა საქართველოს გზებზე და ქალაქებში, რომელსაც წელიწადში 600 ადამიანის სიცოცხლე და ყოველი ჩვენგანის ცხოვრების ხარისხი ეწირება! საქართველოს ქალაქებში დღითიდღე უარესდება პირობები ფეხით სიარულისთვის: საზოგადოებრივი სივრცეების გაქრობასთან, დაურეგულირებელ მშენებლობებთან და ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, გზებზე და უკვე ტროტუარებზე დაშავებულ ქვეითთა რაოდენობა უპრეცედენტო რიცხვს აღწევს! გასულ წელთან შედარებით ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 11%-ით არის გაზრდილი, ყოველი მესამე ასეთი შემთხვევის მონაწილე კი ქვეითია!!! მხოლოდ ბოლო თვის მანძილზე ორი განსაკუთრებით საგანგაშო შემთხვევის მომსწრენი გავხდით: ● 22 ოქტომბერს ორ ახალგაზრდა ქვეითს დაეჯახა მანქანა ზებრა გადასასვლელზე, სწორედ იქ სადაც ქვეითები გადაადგილების უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ! ● 2 ნოემბერს კი ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითს დაეჯახა მანქანა ტროტუარზე!!! რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება მიიღო (სისხლდენა სახის და მუხლების არეში) შეუძლებელი ხდება თვალის დახუჭვა სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობაზე, ცარიელ დაპირებებსა და უმოქმედობაზე, მაშინ როდესაც ყოველი ჩვენგანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. შემოგვიერთდით, რათა ერთად მოვუწოდოთ თბილისის მერიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს და პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეითთა უსაფრთხოებისთვის! მოვითხოვთ: ● დაიწყოს ქვეითების როგორც პირველხარისხოვანი მოქალაქეების აღიარება და ფეხით სიარულისთვის ელემენტარული პირობების შექმნა ● აიკრძალოს ტროტუარზე პარკირება, არა მხოლოდ ტროტუარზე დახაზული ადგილების წაშლით, არამედ რეალურად აღიკვეთოს პარკირება მოქმედი კანონების მკაცრი აღსრულებით ● გაიზარდოს სასჯელი უკანონო პარკირებისთვის და მკაცრი აღსრულება მოჰყვეს პარკირების წესის დარღვევას (მათ შორის ტროტუარებზე, ზებრა გადასასვლელებზე და პანდუსებზე) ● მოხდეს ზებრა გადასასვლელებზე ქვეითთა უსაფრთხოების დაცვა კანონის მკაცრი აღსრულებით ● ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ, საკითხთა პირველ ნუსხაში მოხდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ბოლომდე გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე და დაიწყოს არსობრივი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ და სხვა საკითხებზე. დაითქვას კონკრეტული ვადები ზემოხსენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის და მოხდეს საზოგადოებისთვის რეგულარულად ანგარიშის ჩაბარება მედიის ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს მივმართავთ!
Address: 
პარლამენტის შენობის წინ