• 16 Jun 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

Eco Form - არტ პროექტის "უარე ქალაქს 2016"

ორშაბათი, ივნისი 20, 2016

ქარი უბერავს იქ სადაც სურს „იარე ფეხით“ პროექტის „უარე ქალაქს 2016“ ფარგლებში დედაენის ბაღში წარმოგიდგენთ ჯგუფის Echo Form სინათლის ინსტალაციას “ქარი უბერავს იქ სადაც სურს“. „უარე ქალაქს 2016“ არის პროექტი რომელიც თბილისის ურბანულ სივრცეში არსებულ გამოწვევებს საჯარო ხელოვნებით პასუხობს. ღია კონკურსის წესით სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთია Echo Form-ის ინსტალაცია დედაენის ბაღში. Echo Form სამი ვიზუალ-არტისტისგან შემდგარი ჯგუფია. ჯგუფის წევრები ერთობლივად მუშაობენ თბილისის კლუბებში როგორიც არის მაგალითად ვიტამინი კუბები, დიდი გალერი, მტკვარზე... Echo Form იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ქმნის ექსპერიმენტებს როგორც დახურულ სივრცეში, ისე ღია ცის ქვეშ. დედაენის ბაღში სენსორული ნათურების ინსტაალცია ცოცხალი ბუნების, გარემოს ზემოქმედებაზე რეაგირებს. ეს არის ჯგუფის Echo Form მცდელობა საჯარო სივრცეში მეტად იყოს ხაზგასმული ერთი მხრივ ბუნების ცოცხალი იმპულსები, რომლებიც ვიზუალურ, სინათლის ფორმასაც იძენს, მეორე მხრივ კი თანამედროვე, ექსპერიმენტული, ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი შემოქმედებითი იმპულსი გაჩნდეს საჯარო სივრცეში, დასასვენებელ ადგილას. პროექტის კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე