ღონისძიებები

You are here

  • 16 Jun 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

საგუშაგო

„იარე ფეხით“ პროექტის „უარე ქალაქს 2016“ ფარგლებში ვაკის პარკში წარმოგიდგენთ ისნტალაციას „საგუშაგო“ რომლის ავტორები არიან კოკა ესაიაშვილი, სალომე სორდია, ზურა ცოფურაშვილი და ივეტა ჩხიკვაძე. „უარე ქალაქს 2016“ არის პროექტი, რომელიც თბილისის ურბანულ სივრცეში არსებულ გამოწვევებს საჯარო ხელოვნებით პასუხობს. ღია კონკურსის წესით სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთია „საგუშაგო“ . კოკა ესაიაშვილი, სალომე სორდია, ზურა ცოფურაშვილი და ივეტა ჩხიკვაძე განსხვავებულ მედიუმში მუშაობენ.

  • 16 Jun 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

ეკო იმპულსი - ლუკა ცეცხლაძე

ეკო იმპულსის ფარგლებში ორგანიზაცია „იარე ფეხით“ რუსთავის პარკში წარმოგიდგენთ ლუკა ცეცხლაძის სკულპტურებს. პროექტი ეკო იმპულსი მიმართულია თანამედროვე ეკოსისტემის, ურბანულ გარემოში არსებული გამოწვევებისა და საჯარო სივრცეში შემოქმედებითი იმპულსების გაჩენისკენ. პროექტისთვის შეირჩა ინდუსტრიული ქალაქი რუსთავი, სადაც უზარმაზარი გამწვანებული ტერიტორია ხელოვნური ტბის გარშემო 30 ჰექტარზეა გაშლილი. პარკი თანამედროვედ არის მოწყობილი სასეირნო ბილიკებით და სათამაშო მოედნებით.

  • 21 May 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

თბილისის "მახინჯი" ტური

შემოგვიერთდით არქიტექტორ და ქალაქმგეგმარებელ ირაკლი ჟვანიასთან ერთად თბილისის „მახინჯ“ ტურში. ტურის განმავლობაში ბევრ საინტერესოს გიამბობთ თბილისის უახლესი ისტორიიდან, რომელიც სამ პოლიტიკურ მმართველობის პერიოდს მოიცავს. ორი ათწლეულია ქალაქის დაუგეგმავი განვითარება უარყოფითად მოქმედებს თბილისის ურბანული გარემოს ესთეტიურ ღირებულებებზე. „მახინჯი“ ტურის განმავლობაში ჩვენ გავივლით ინტენსიური მშენებლობის ტერიტორიებს ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებამდე. ვიხილავთ თუ როგორ დრამატულად ცვლის ურბანულ სცენას ესა თუის შენობების ჯგუფი და ამცირებს ადამიანის თვალისთვის გარემოს მიმზიდველობას.

გვერდები

 
 
1
 
2
 
3
 
4
 
5
 
6
 
7
 
8
 
9
 
10
 
11
 
12
 
13
 
14
 
15
 
16
 
17
 
18
 
19
 
20
 
21
 
22
 
23
 
24
 
25
 
26
 
27
 
28
 
29
 
30
 
31
 
 
 

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით

 

 

  • თბილისი, საქართველო, 0179, აბაშიძის 24ა
  • (+995) 32 235309
  • contact@iarepekhit.org

Theme Quick Settings

Layout Style

Header

Direction

Predefined Colors

Background

ბოლო დამატებული

ფოტო გალერეა

Enter your იარე ფეხით username.
Enter the password that accompanies your username.
Don’t have an account yet?
some text some text some text some text some text some text some text some text some text some text some text