• 10 Nov 12
  • Posted by admin
  • 0 Comments

"ტროტუარი ქვეითებისთვის" - ქუჩის ფოტო კონკურსი და გამოფენა

ტროტუარზე მანქანების უკანონო და დამაბრკოლებელი პარკირების გასაპროტესტებლად და ფეხით სიარულის მოყვარულთა მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „იარე ფეხით“ გამართავს ქუჩის ფოტო გამოფენას და კონკურსს: შაბათს, 17 ნოემბერს, დღის 2 საათზე „იმელის“ შენობასთან, რუსთაველის გამზირზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებსმიერ მსურველს. გამოფენა მიზნად ისახავს ტროტუარზე მანქანების პარკირების პრობლემის მნიშვნელობის და მოცულობის გამოვლენას. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ, მრავალი მონაწილის და მხარდამჭერის დახმარებით, შევძლებთ ამ პრობლემის მუნიციპალურ დონეზე გადაჭრას.