• 28 Jun 16
  • Posted by admin

ეკო იმპულსი

ეკო იმპულსის ფარგლებში წარმოდგენილია ლუკა ცეცხლაძის სამგანზომილებიანი ექსპერიმენტების მასშტაბში გაზრდილ ლითონის ფიგურები. მხატვარი ობიექტებისთვის ინსპირაციას მანქანური სამყაროს, რობოტების, ურბანიზებული თანამედროვე კულტურისგან იღებს. ქანდაკებები ესთეტიკით ახლოს დგას მანქანებთან, იმ ფორმებთან, რომლებიც დღევანდელი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია. პარკში წარმოდგენილია ცეცხლაძის პერსონაჟების ორი კომპოზიცია - “მამა, შვილი და მეზობელი” და რობოტი.

გარემოს დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ მხატვარი ქანდაკებებისთვის გარდაქმნის მეორად მასალას და ახალ დატვირთვას აძლევს მას.

პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. 

კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე
სანდრო სულაბერიძის ფოტოები