• 28 Jun 16
  • Posted by admin

კედელი, ბიაზი, პარკეტი

‘კედელი, ბიაზი, პარკეტი’ შედგება ყაზბეგის გამზირის N22-ში მდებარე ‘ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსიტუტის’ შენობის ნაწილებისაგან, რომლებიც საგამოფენო სივრცედ ტრანსფორმირებულ სანაპიროს N8 მდებარე ყოფილი ავტობუსების სადგურზე იქნება წარმოდგენილი. ნგრევის პროცესში მყოფი საბჭოთა პერიოდის შენობის - სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ადგილს ცათამბრჯენები დაიკავებს. მეოცე საუკუნეში კლიშედ ქცეული, ტიპიური არქიტექტურისგან აღარაფერი დარჩება. ქუთათელაძე შენობის ნაწილებს როგორც საგამოფენო ობიექტებს ისე წარმოგვიდგენს. მნახველის ფოკუსში ხვდება ყოველდღიურობის ნაწილი და თითქოს უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანების ცნობიერებაზე დიდ გავლენას ახდენდნენ, ახლა კი ურბანული სივრცის ტრანსფორმაციისას უბრალოდ ქრებიან.