• 03 Sep 15
  • Posted by admin

მწვანე საფარი

"არსებულ სივრცეს მივეცი პირობითი მნიშვნელობა. ეს არის მცდელობა დავიცვათ საჯარო სივრცე ყველანაირი პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენებისაგან, დაზიანებისაგან, ინვესტორებისაგან." - ანდრო ერაძე

"იარე ფეხით" წარმოგიდგენთ საჯარო ხელოვნების პროექტს "მწვანე საფარი". ეს არის კონკურსი "უარე ქალაქს" გამარჯვებული არტისტის ანდრო ერაძის ნამუშევარი. თბილისის მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეეფასებინათ გარდაქმნილი ურბანული გარემო და ახალი თაობის არტისტის ხედვა. 

"მწვანე აქცია" პარტიზან მებაღეებთან ერთად.

ჯანმრთელი გარემო არა მხოლოდ ფიზიკური არამედ სულიერი სიჯანსაღისთვისაა აუცილებელი.

მოითხოვე ის რაც გეკუთვნის, დაიცავი ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლება.