• 17 Mar 16
  • Posted by admin

ხეLOVEნება

ხანგრძლივობა 06:57 წუთი

გიო სუმბაძე ვიდეო ნამუშევრით ხეLOVEნება თბილისში არსებულ ურბანულ გარემოს და ეკოლოგიურ პრობლემებს ეხმიანება და ბუნებისადმი თავის დამოკიდებულებას აჩვენებს. არტისტი ვიდეო ნამუშევარში ფოკუსს აკეთებს მცენარის ზრდის პროცესზე დაკვირვებაზე. ის მხატვრულად გადმოსცემს ხის ზრდის პროცესის ვიზუალიზაციას ქალაქის ხმაურის ფონზე.