• 05 Sep 15
  • Posted by admin

Black

"არტ ინსტალაცია "BLACK" არის ჩემი პროტესტი მთავრობის მიმართ, რომელიც უმოქმედოა ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებაში. უკვე ცხადია, თუ როგორ პირდაპირ გავლენას ახდენს მთავრობის გადაწყვეტილებები ჩვენს გარემოცვაზე და თუ როგორი შეუსაბამოა საზოგადოებრივი ადგილები თვითონ საზოგადოებისთვის."  

ქიტო ჩხაიძე

"ინსტალაცია « Black » ეხმიანება ჰაერისა და წყლის დაბინძურებას. ჰელიუმით გაბერილი შავი ბურთები, რომლებიც დეკორატიული აუზის თავზე იქნება მოთავსებული, სიმბოლურად გამოხატავს შავ ღრუბელს, შავი წყალი კი შესაბამისად - დაბინძურებულ წყალს. შუაში მოთავსებული მცენარეები, რომლებიც შავი წყლიდან იქნება ამოსული, დროთა განმავლობაში დაჭკნება და თვალნათლივ დაგვანახებს დაჩქარებულ პროცესს. ვაკის პარკის ლოკაციაც ლოგიკურად უკავშირდება ამ პრობლემატიკას. ბოლო დროს ხეების მოჭრის ტენდენცია პირველ რიგში ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას, სიცხესა და ხმაურს. ქვეითთა გადაადგილებისთვის ეს სამი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია."