გუნდი

მარიკა არევაძე

იურისტ-ექსპერტი

დღეს ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საგზაო უსაფრთხოების სფეროში ქვეითებისა და შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას ყურადღება ნაკლებად ექცევა. სამართლებრივი სივრცე არ არის სათანადოდ გამოკვლეული, არ არსებობს პრობლემების სამართლებრივი ანალიზი და არც მომავალი ცვლილებები დგას დღის წესრიგში. ჩემთვის როგორც უფლებადამცველისა და იურისტისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა პირის უფლებების აღიარება, გარანტირება და დაცვა. საგზაო უსაფრთხოების სფეროში გზის გაკვალვა და ახალი სტანდარტების დანერგვა. ვფიქრობ „იარე ფეხით“ მზად არის ამ სფეროში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებისათვის და ჩვენი ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი იქნება.   

ელენე მარგველაშვილი

დირექტორი

ყოველთვის ვცდილობ შემოქმედებითი გადაწყვეტა მოვუძებნო ჩემს წინაშე მდგარ გამოწვევებს. 2012 წელს "იარე ფეხით"-ის ხელმძღვანელობა ვითავე და ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც მას შემდეგ მივაღწიეთ. ჩემი აზრით თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს ისეთივე თავისუფალი და მხარდამჭერი, როგორც ნებისმიერი ევროპული ქალაქი. მინდა ეს ხედვა რეალობად ვაქციო, საზოგადოებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერითა და მოქალაქეების ჩართვით ჩვენი ოცნების ქალაქის შენებაში.

ხათუნა გველესიანი

პროექტის კოორდინატორი

მიყვარს არასტანდარტულ გარემოში მუშაობა, სადაც ადამიანების შემოქმედებითი უნარები არ იზღუდება. სწორედ ამიტომ ვარჩიე ჩემთვის მნიშვნელოვან სოციალურ სფეროებში მემუშავა: ადამიანის უფლებები, სამოქალაქო განათლება და ა.შ. 2014 წელს შევუერთდი "იარე ფეხით"-ს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციაში მუშაობა, რადგან სრულად ვიზიარებ მის ღირებულებებსა და მოსაზრებებს. ვთვლი, რომ თბილისი იმსახურებს კიდევ ერთ შანსს გახდეს ქალაქი, სადაც ადამიანებს უსმენენ და პატივს ცემენ.

ელენე ჟორჟოლიანი

დიზაინერი

ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი რამის გარეგნული მხარე. ორგანიზაციის იერსახეზე მუშაობისას ვეცადე, რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ყოფილიყო მიმზიდველი. მინდოდა ჩვენი საქმიანობისათვის შემექმნა ისეთი გარეგნული სახე, რომელსაც მე თავად შევუერთდებოდი. სოციალური ხელოვნებაზე მუშაობამ მაიძულა დამეტოვებინა ჩემი მყუდრო ნიშა და გავმხდარიყავი იმ ქალაქის აქტიური მოქალაქე, რომელშიც ვცხოვრობთ.

მარიამ წიქარიძე

არტპროექტების კურატორი

ჩემთვის სეირნობა ცხოვრების წესია. ხშირად დავდივარ და ყოველდღე ვაწყდები ქალაქში არსებულ პრობლემებს. სამოქალაქო აქტივიზმისა და საჯარო ხელოვნების სინთეზი, რომელიც მე დავინახე ორგანიზაციაში, ჩემი აზრით, იძლევა კარგ შესაძლებლობას ხელოვნების საშუალებით გარდავქმნათ და განვავითაროთ ურბანული სივრცეები. ვფიქრობ "იარე ფეხით"-ში მუშაობით შევძლებ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო საჯარო სივრცეების კეთლმოწყობასა და განვითარებაში.

ინგე სნიპ

თემის გაძლიერების მენეჯერი

მჯერა პრობლემების გადაჭრის ახალი და უკეთესი გზების პოვნის შესაძლებლობის. სწორედ ამიტომ შევუერთდი "იარე ფეხით"-ს. მიყვარს ადამიანებთან მუშაობა, ინოვატორი მოქალაქეების ჩართვა და ერთმანეთთან დაკავშირება. ჩემი სამშობლო ნიდერლანდებია, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში 7 სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი. შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო ჩემი სამეზობლოა და ჩემი სურვილია იგი იყოს უსაფრთხო, მწვანე სივრცე, სადაც ყველას უფლებები თანაბრადაა დაცული.

თეონა ჩინჩალაძე

ფინანსური მენეჯერი

ჯერ კიდევ სტუდენტობის დრო დავიწყე ბუღალტრად მუშაობა. მიყვარს ჩემი საქმე, რადგან ყოველდღე სხვადასხვა სფეროებთან მიწევს შეხება. მუდმივად ვცდილობ პროფესიულად დავიხვეწო და საერთაშორისო დონის სპეციალისტი გავხდე. ინგლისური ენა ვისწავლე, რომ შემძლებოდა ბრიტანულ სტილის აუდიტის სწავლა. ახლა ამერიკული სტილის აუდიტს ვსწავლობ. თავად აქტიური ქვეითი ვარ და ვსეირნობ, როდესაც ამის საშუალება მაქვს. ჩემი აზრით, ჩვენ ყველანი ქვეითები ვართ.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით

 

 

  • თბილისი, საქართველო, 0179, აბაშიძის 24ა
  • (+995) 32 235309
  • contact@iarepekhit.org

Theme Quick Settings

Layout Style

Header

Direction

Predefined Colors

Background

Enter your იარე ფეხით username.
Enter the password that accompanies your username.
Don’t have an account yet?
some text some text some text some text some text some text some text some text some text some text some text