კონკურსების უარე ქალაქს 2016 და ეკო იმპულსის შესახებ
ამოისუნთქავს
ხანგრძლივობა: 2:47 წუთი
დავით მესხის და სალომე მაჩაიძის ვიდეო ნამუშევარი ამოისუნთქავს სხვადასხვა მედიების სინთეზს წარმოადგენს. გამოსახულება, პოეზია, კადრების მონაცვლეობის რიტმი ერთად ზემოქმედებს მაყურებელზე. ნამუშევარში იდეალიზებული ბუნება და მექანიკური ძალები ქარის ენერგიით ამოძრავებენ ახალგაზრდებს ხის დაფებზე. მტვრისგან და უჰაერობისგან გაუფერულებულ ქალაქის რეალობაში ვიდეო ფერადი სიზმარივით იჭრება. იდეალიზირებული ბუნების გამოსახულება დროდადრო ციფრული ხარვეზებით წყდება და მერე ისევ ჩნდება. Error-ები ვიტრინის შიგნით,ნამუშევარში არსებული რეალობის უტოპურობაზე მიგვანიშნებს. ქალაქის ქაოსისგან 7 მონიტორზე გაშვებულ ვიდეოს სამუზეუმო მინასავით იცავს საგამოფენო ვიტრინა. ვიდეო ისტალაცია ამოისუნთქავს ქმნის კონტრასტს ქალაქის უსიცოცხლო გარემოსთან და ხაზს უსვამს ჩვენს გარშემო არსებულ რეალობას.
მუსიკა : TBA ტუსია ბერიძე ფილმისთვის როცა დედამიწა მსუბუქია
კოსტუმის დიზაინი : NAUKA
ტექსტი ზურმუხტისფერი ბედის ორდენი - კატა სტროფა
ვიდეო - Goslab Production
დოკუმენტური ფილმის სამუშაო კადრებიდან - როცა დედამიწა მსუბუქია (სალომე მჩაიძე, დავით მესხი, თამუნა ქარუმიძე)
ჩვენი იურისტი და "ახალგაზრდა ადვოკატები"-ს დამფუძნებელი მარიკა არევაძე მაესტროს 1 წუთში საგზაო მოძრაობის მონაწილეების შესახებ.
აუდიოვიზუალური ნამუშევარი ტექსტურები Pantellei - ის და Hanker-ის ერთობლივი პროექტია. ეკრანზე ციმციმებს ქალაქის ფრაგმენტები ღამის განათება, ბეტონის, რკინის კონსტრუქციები, ხეები... არტისტები ღამის დაცარიელებული თბილისის მოძრავ, თითქმის აბსტრაქტულ კადრებს, მუსიკალურ რითმებს იყენებენ და აჩვენებენ მას ბუნებასთან ერთად. ეკრანებზე ურბანული გარემოს ტექსტურას უსიცოცხლო ელემენტების და ცოცხალი ბუნების მონაცვლეობა ქმნის.
სანდრო კოზმანიშვილის ახალი ალიანსის ალბომი Hanker - Hankering, Track - Generative Dialogues
2021 იარე ფეხით. ყველა უფლება დაცულია