ვიდეო

  • 19 Mar 16
  • Posted by Mariam

ურბანული კოლაფსი

ორგანიზაციამ იარე ფეხით Popiashvili Gvaberidze Window Project-ის მხარდაჭერით განახორციელა ვიდეო ჩვენებების სერია ურბანული კოლაფსი. 

პროექტის ურბანული კოლაფსი მიზანია წარმოაჩინოს საზოგადოებისათვის, ქვეითად მოსიარულე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ადამიანებისათვის აქტუალური უბრანული თემები. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია იარე ფეხით , რომელიც ხაზს უსვამს საჯარო სივრცის მნიშვნელობას, ცდილობს შესძინოს მას ახალი დატვირთვა არტისტის ნამუშევრის მეშვეობით და საჯარო ხელოვნების საშუალებით აღადგინოს კავშირი მოქალაქეებსა და ქალაქს შორის.

ურბანული კოლაფსისთვის სპეციალურად შექმნილი ვიდეოები წარმოადგენს ახალი თაობის არტისტების თვალით დანახულ ქალაქში არსებულ ურბანულ, სოციალურ,ეკოლოგიურ, საზოგადოებრივ საკითხებს.

მონაწილე არტისტები: 

გიო სუმბაძე, დავით მესხი, სალომე მაჩაიძე, 11TH-ის არტისტები გიორგი მოზგოვოი, Ndrx, Pantellei (პანტელეი შარია) , Hanker (სანდრო კოზმანიშვილი), 



პროექტის კურატორი

მარიამ წიქარიძე

  • 29 Dec 15
  • Posted by admin

"Urbanized" ფილმის ჩვენება და საჯარო დისკუსია

ვის აქვს უფლება განსაზღვროს ჩვენი ქალაქების მომავალი და რა ფორმით? 28 ნოემბერს კაფე Kiwi-ში დოკუმენტური ფილმის „Urbanized“ (ურბანიზებული) ჩვენებაზე, მიმოვიხილეთ ქალაქების დაგეგმარების, მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების, პოლიტიკოსების, მშენებლებისა და მოაზროვნეების იდეები. ჩვენების შემდეგ განვიხილეთ ურბანული დაგეგმარების საკითხები და სტრატეგიები, თუ როგორ შეიძლება მათი საშუალებით შევცვალოთ ჩვენი მომავალი თბილისი. სპიკერი ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი და ურბანისტი საუბრობს თუ როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგებს მშენებლობების, საჯარო სივრცის მოწყობის, სამოქალაქო ჩართულობის, და გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაბალანსებით.

  • 14 May 15
  • Posted by admin

უარე ქალაქს - საჯარო ხელოვნების კონკურსი

 გამარჯვებული არტისტები და არტპროექტების კურატორი ნატო ბაგრატიონი სტუმრად გადაცემაში "სხვა შუადღე"

  • 16 Dec 14
  • Posted by admin

ქიტო ჩხაიძე - ინსტალაცია "BLACK"

"ქვეითთა არტ პროექტი" 2014
ქიტო ჩხაიძე - ინსტალაცია "BLACK"
(ვაკის პარკი)

"ინსტალაცია 'Black' ეხმიანება ჰაერისა და წყლის დაბინძურებას. შავი ბურთები, რომელიც დეკორატიული აუზის თავზეა მოთავსებული, სიმბოლურად გამოხატავს შავ ღრუბელს. შავი წყალი კი შესაბამისად დაბინძურებულ წყალს. შუაში მოთავსებული მცენარეები, რომლებიც შავი წყლიდან იქნება ამოსული, დროთა განმავლობაში დაჭკნება და თვალნათლივ დაგვანახებს დაჩქარებულ პროცესს. ვაკის პარკის ლოკაციაც ლოგიკურად უკავშირდება ამ პრობლრმატიკას. ბოლო დროს ხეების მოჭრის ტენდენციაა, რაც პირველ რიგში უწყობს ხელს ჰაერის დაბინძურებას, სიცხესა და ხმაურს. ქვეითთათვის ეს სამი პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია რათა შეძლონ გადაადგილება." - ქიტო ჩხაიძე

ოპერატორი, მემონტაჟე - ვასილ დოლიძე

მუსიკა - Lady Heroine - Out of Space

გვერდები

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით

 

 

  • თბილისი, საქართველო, 0179, აბაშიძის 24ა
  • (+995) 32 235309
  • contact@iarepekhit.org

Theme Quick Settings

Layout Style

Header

Direction

Predefined Colors

Background

ბოლო დამატებული

ფოტო გალერეა

Enter your იარე ფეხით username.
Enter the password that accompanies your username.
Don’t have an account yet?
some text some text some text some text some text some text some text some text some text some text some text