ვიდეო

  • 22 Nov 14
  • Posted by admin

ნატო ბაგრატიონი - ინსტალაცია "მწვანე კედელი"

"ქვეითთა არტ პროექტი" 2014
ნატო ბაგრატიონი - ინსტალაცია "მწვანე კედელი"
(ბილბორდი - პეკინი/მიცკევიჩის კუთხე)

"დღეს ქალაქი გადატვირთულია მანქანებით, მონსტრი შენობებით, ტვინის წამღები რეკლამებით ბილბორდებზე, ჰაერი საშინლად დაბინძურებულია. ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ფეხით მოსიარულეთა განწყობაზე. ჩემი პროექტით სარეკლამო ბილბორდი გადაიქცევა მშვენიერი მცენარეებით გაფორმებულ „მწვანე კედლად“, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მცნარეების ზრდასთან ერთად შეიცვლის ვიზუალურ მხარეს. ამ პროექტის მიზანია რომ, ქვეითთათვის მეტად სასიამოვნო გახდეს ქალაქში გადაადგილება, რისთვისაც მათ სჭირდებათ: სუფთა ჰაერი, მეტი სიმწვანე და სიმშვიდე რომელიც მცენარეებს მოაქვთ ადამიანისათვის."
 - ნატო ბაგრატიონი

ოპერატორი, მემონტაჟე - ვასილ დოლიძე

  • 04 Nov 14
  • Posted by admin

ნიკოლოზ ქუთათელაძე - ინსტალაცია "ჩემი ფეხები"

"ქვეითთა არტ პროექტი" 2014
ნიკოლოზ ქუთათელაძე - ინსტალაცია "ჩემი ფეხები"
(მაღლივი/უნივერსიტეტის ქუჩა)

"10 წელი რო გავიდა და ფეხით საერთოდ ფეხი რო არ გადამიდგია და სიმაღლით თუ იზომება ადამიანი ხო საერთოდ სხვანაირადაა მაშინ ყველაფერი. აი სულ თუ გაუუქმებ ადამიანს ყველაფერს და მარტო ფეხებს დაუტოვებ მაშინ მართლა სიმაღლით გაიზომება ადამიანი, ადამიანი და დანარჩენი ყველაფერი. მერე ზუსტად იმდენი რამე შეიცვლება რამდენიც შესაცვლე...ლია და იქნება ესე შეცვლილი." 

ოპერატორი, მემონტაჟე - ვასილ დოლიძე

  • 03 Jul 14
  • Posted by admin

ქვეითთა არტპროექტი GDS-ზე

ელენე მარგველაშვილი და ელენე ჟორჟლიანი GDS-ზე ქვეითთა არტპროექტის შესახებ საუბრობენ  გამარჯვებულ არტისტებთან ერთად. 

  • 23 May 13
  • Posted by admin

იარე ფეხით - სოციალური ვიდეო #3

"იარე ფეხით" წარმოგიდგენთ ვიდეოების ციკლს, რომლებიც ასახავს საქართველოს ქალაქებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც დაბრკოლებას უქმნის ფეხით სიარულის მოყვარულებს. ამ ვიდეოში ნაჩვენებია სკოლების წინ არსებული გადასასვლელბის პრობლემა და ზოგადად ახალგაზრდა ქვეითთა უსაფრთხოების საკითხი: სპეციალური კანონების არ არსებობა ბავშვების უსაფრთხოებისთვის, ქვეითთა შუქნიშნების და ზებრა გადასასვლელების არასაკმარისი რაოდენობა სასწავლო დაწესებულებებთან, ხშირად დაუსჯელი მძღოლების უყურადღებობა და კანონის გაუთვალისწინებლობა, ინფორმაციის ნაკლებობა საგზაო მოძრაობის წესების შესახებ და მრავალი სხვა. შემოგვიერთდით, და ერთად მოვითხოვოთ უსართხო გადაადგილების უფლება, მათ შორის, მოძრაობის დარეგულირება, სკოლების, ბაღების და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე ქუჩებზე!

 

  • 18 Dec 12
  • Posted by admin

ტროტუარი ქვეითებისთვის

2012 წლის 17 ნოემბერს, ორგანიზაციამ "იარე ფეხით" და თბილისში ფეხით სიარულის მოყვარულებმა გააპროტესტეს ტროტუარზე მანქანების უკანონო და დამაბრკოლებელი პარკირება "იმელის" შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთთვიანი პროექტი "ტროტუარი ქვეითებისთვის" ითვალისწინებდა მძღოლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას თავიანთი და ქვეითთა უფლებების შესახებ, სპეციალური გაფრთხილებების მოთავსებას მანქანების საქარე მინაზე, დამაბრკოლებლად პარკირებული მანქანებისთვის ფოტოსურათების გადაღებას და პრობლემის "გარეთ გამოფენას". გამოფენაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდა ნებისმიერ მსურველს, სულ გამოიფინა ას ოცამდე ფოტოსურათი, ხოლო ღონისძიების სამი მონაწილე ლატარეის პრინციპით დაჯილდობდა წამახალისებელი საჩუქრით - Converse All Star-ის კედების სახით. "იარე ფეხით" განაგრძობს არსებულ პრობლემაზე მუშაობას, დამატებითი ინფორმაციისთვის იხლით: www.IarePekhit.org or www.facebook.com/IarePekhit



Song used: "Autobahn by Kraftwerk" - we don't own the rights to this song.

  • 09 Dec 12
  • Posted by admin

ინტერვიუ ქვეითთან - ანა სანადირაძე

ინტერვიუ ქვეითთან - ანა სანადირაძე.  

გვერდები

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით

 

 

  • თბილისი, საქართველო, 0179, აბაშიძის 24ა
  • (+995) 32 235309
  • contact@iarepekhit.org

Theme Quick Settings

Layout Style

Header

Direction

Predefined Colors

Background

ბოლო დამატებული

ფოტო გალერეა

Enter your იარე ფეხით username.
Enter the password that accompanies your username.
Don’t have an account yet?
some text some text some text some text some text some text some text some text some text some text some text